ამ ქვეყანას არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს. გიჯობთ, დაივიწყეთ, არა და ქართველი ხალხის წინაშე ძირსგართხმული ბოდიშიც არ გიშველით. მისაღებს მიიღებთ, მკაცრად და დაუნდობლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს.
"მშვიდობისთვის ეს ბიჭები იბრძოდნენ. ნაღდი, გამობრძოლილი, საიმედო, უსაფრთხო მშვიდობისთვის. გლუვმა საღორე ააშენა. ეხლა უნდა, მთელი ხალხი შიგნით შეყაროს და თავის ხოშზე აღრუტუნოს. ვისაც ეგ გხიბლავთ, ისემც გიქნიათ, მაგ ლაფიდან არასდროს ამოსულხართ, ოღონდ იქ გადასრიალდით, მთავარ საღორეში, სადაც ახალი ვიპუსკის რომანოვი გელით. ამ ქვეყანას კი არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს. გიჯობთ, დაივიწყეთ, არა და ქართველი ხალხის წინაშე სულ ძირსგართხმული ბოდიშიც არ გიშველით. მისაღებს მიიღებთ, მკაცრად და დაუნდობლად. იანუკოვიჩი არ ვარო ქალამანამ – უკვე ხარ და კადაფის ნუ გაიჩალიჩებ. ან, გაიჩალიჩე, ღირსი ხარ უკვე“, – წერს გივი თარგამაძე.