საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში გაემგზავრა.
განათლების სამინისტროს ცნობით, მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს თურქეთის ეროვნული განათლების მინისტრ იუსუფ თექინთან და ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ოსმან აშქინ ბაქთან.
„ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ეწვევა ანკარისა და ახლო აღმოსავლეთის ტექნიკურ უნივერსიტეტებს, სადაც ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება.
გივი მიქანაძე ასევე ესტუმრება ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკურ ანატოლიურ ლიცეუმს“,- აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში.












