გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ვერცერთ ქმედებაში ვერც დანაშაულს, ვერც უსამართლობას და ვერც კორუფციას ხედავს.

ამის შესახებ გიული ალასანიამ  იაგო ხვიჩიას "პოდკასტში" სტუმრობისას განაცხადა,  სადაც წამყვანმა ჰკითხა, რა მიაჩნია სააკაშვილის მთავარ შეცდომად, რის გამოც არჩევნები წააგო, ან იქ აღმოჩნდა, სადაც ახლა არის.

"მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახავს" - განაცხადა გიული ალასანიამ,  

"ის სწორედ ებრძოდა ამ კორუფციას. ისევე, როგორც არ ეგუება კორუფციას და უსამართლობას, ასევე, მაგას მიაჩნია, რომ დემოკრატია არის ერთადერთი სწორი გზა. მე ჩემი შვილის შეცდომა არ დამინახია", - განაცხადა გიული ალასანიამ.