”გირჩის” წარმომადგენლებმა ოფისის შესასვლელთან წითელი ხალიჩა დააგეს და განაცხადეს, რომ ეს შინაგან საქმეათა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის გააკეთეს.

მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ და სწორედ ამიტომ დააგეს წითელი ხალიჩა.

ცნობისთვის, "გირჩის" დამფუძენებლმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "გირჩის" ოფისში შსს შევიდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალიტები მუშაობას იწყებენ.

შეგახსენებთ, რომ "გირჩის" წევრებმა 31 დეკემბრის ღამეს მარიხუანა დათესეს.