თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, რითაც გამოეხმაურა ყულევის პორტის სასანქციო სიიდან ამოღების საკითხს.
„თავის სიზმრებზე განცხადებებს აკეთებენ, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ ექსტრემიზმი წაახალისოს საქართველოში. თითს უქნევენ გარედან საქართველოს, თითქოს მას გარკვეული კავშირები გააჩნია დასანქცირებულ რუსეთთან და ხელს უწყობს სანქციების გვერდის ავლას. ესაა მათი მიზანი“, - აღნიშნა ვოლსკიმ.









