ხელისუფლებამ საკმაოდ არგუმენტირებული და საფუძვლიანი დამატებითი ინფორმაცია წერილობითაც მიაწოდა. არც ერთი სიტყვა, წინადადება აქედან არ არის გამოყენებული და არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი კონკრეტული ამოცანით ჩამოვიდა, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ პატრიცია გჟებიკზე საუბრისას. 

მან ახლახან საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტიც გაიხსენა და მათ მიერ გაკეთებულ დასკვნაზეც ისაუბრა. 

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დიდი დელეგაცია იყო ჩამოსული და გარკვეული უზუსტობების მიუხედავად, ზუსტად შეაფასეს საქართველოში არსებული ვითარება - საბოტაჟის თემა, რევოლუციების დაუშვებლობის თემა, ძალადობის დაუშვებლობის თემა. თითქოსდა, ამის დასაბალანსებლადაა ჩამოსული ადამიანი, რომელსაც უკვე დიდი ხანია მომზადებული აქვს მოხსენება. 45 წუთი მოუსმინა ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუმცა, დამატებითი ინფორმაცია წერილობითაც მიაწოდა ხელისუფლებამ - საკმაოდ არგუმენტირებული და საფუძვლიანი. არც ერთი სიტყვა, წინადადება აქედან არ არის გამოყენებული და არც არის გასაკვირი, ვინაიდან კონკრეტული ამოცანით ჩამოვიდა. ზუსტად იმ ამოცანით ჩამოვიდა, რაც ვთქვათ, პოლონეთის ხელისუფლებას ჰქონდა“, - განაცხადა ვოლსკიმ.