ლევან ხაბეიშვილს სჭირდება გაღიზიანებული ხალხი, გაღიზიანებული ახალგაზრდები, რათა საქართველოში სისხლი დაიღვაროს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

„ეს გეგმა ყველას აქვს. კარნახობენ ევროსტრუქტურებს იმას, რომ ეს გამოყენებული იყოს ბერკეტად შანტაჟისთვის საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც თურმე, არ თანხმდება საომარ პროცესებში ჩართვას და ქვეყნის ნგრევაზე ხელს არ აწერს. აი, ამის გამო ხაბეიშვილებს აქვთ იმედი, რომ ევროკავშირი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც საზოგადოებას გააღიზიანებს, ქუჩაში გამოიყვანს და სისხლის ღვრითა და უკრაინიზაციის პროცესის განვითარებით, ხაბეიშვილს მოიყვანს ქვეყნის სათავეში“, - განაცხადა ვოლსკიმ.