ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე რადიკალური ოპოზიციის განცხადებები რაც ვიხილეთ, პოლიტიკური საფლავიდან ამოძახილს ჰგავდა - „1:0 მოვუგეთ „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ სტატუსი მივიღეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„ხალხი სწორედაც რომ ახორციელებს ქვეყნის მართვას. მას ახორციელებს კონსტიტუციის მიხედვით. იმ არჩეული მთავრობის მეშვეობით, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს. განცხადებები რაც ვიხილეთ, პოლიტიკური საფლავიდან ამოძახილს ჰგავდა - „1:0 მოვუგეთ „ქართულ ოცნებას“ იმით, რომ სტატუსი მივიღეთ“. სამწუხაროა, რომ პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური სუბიექტი რაღაც შეუსაბამო განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.