ეს არის შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ. შეთქმულების ორგანიზატორები არიან ის ადამიანები, ვინც დღეს ჩვენს სტაბილურობას უპირისპირდებიან, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„მათ ლიდერად შეიძლება წარმოვიდგინოთ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, რომელიც ამავე დროს ფინანსდება და იმართება უცხოეთიდან“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
3 ოპოზიციური პარტია მიმართავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, „ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება“. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“.