სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ეს წუთია გავიგე, რომ 24 თებერვალს, უკრაინის პარლამენტმა, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც მიიწვია.
სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა და ამაზე ინფორმაცია ყველას დაგვიმალა!" - წერს გიორგი ვაშაძე.