"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე საქართველოში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორზე ისაუბრა.
"ნომერ პირველი პრობლემა საქართველოში არის უმუშევრობა, ფასების ზრდა, ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო ადგილები. დღეს მინდა ძალიან კონკრეტული ციფრები წარმოვუდგინო საქართველოს მოსახლეობას. რუსეთის ბაზარი დატოვა 500-მა ამერიკულმა, ევროპულმა და სხვა მსხვილმა კომპანიამ, 5000ზე მეტი ბრენდი რომელმაც 2022-2023 წელს დატოვა რუსული ბაზარი. ჯამურად რომ ვნახოთ ეს არის 2 მილიონი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, მის გარშემო შექმნილი იყო 4-6 მილიონამდე სამუშაო ადგილი, ჯამურად ამ კომპანიების ღირებულება არის 266 მილიარდი დოლარი. მათ დატოვეს რუსეთის ფედერაცია. მთავარი კითხვაა სად წავიდნენ ეს კომპანიები, რადგან მთელს ევრაზიას რუსეთიდან აწვდიდნენ სხვადასხვა პროდუქციას. ეს კომპანიები წავიდნენ: აზერბაიჯანში, თურქეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, დუბაიში, ისრაელში და ასე შემდეგ. არცერთი ეს კომპანია არ შემოსულა საქართველოში. კითხვა ჩნდება - რატომ? პასუხი არის ერთი, სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილის ოლიგარქიული კლანი ისე მართავს ამ ქვეყანას, რომ აქ არ შემოდის დამოუკიდებელი, ავტორიტეტული კომპანიები ინვესტიციებისთვის. რის გამოც ჩვენ გვაწუხებს უმუშევრობა, ფასების ზრდა, უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა"- გამაცხადა ვაშაძემ.