, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი, ბრძოლა გრძელდება, თვითმარქვია ხელისუფლებას ჩვენ პასუხი უნდა მივცეთ. ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია. ყველანი შემოგვიერთდით, მობრძანდით - დღეს, საკმაოდ გრძელი მსვლელობა გვექნება. ამიტომ ყველანი შემოგვიერთდით და ერთად ვაჩვენოთ ჩვენი ძალა მთელ საქართველოს.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ აუცილებლად ხელისუფლებას ხალხს დავუბრუნებთ, ამაში ყველა დარწმუნებული იყავით. რა თქმა უნდა, მესმის, რომ ბევრი აზრი, იდეა არის, მაგრამ ვენდოთ ერთმანეთს და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფეხბურთის ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, შემდეგ მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია სახელწოდებით - “დაიბრუნე ხმა!”