„როდესაც საქართველოში ხელფასები არ იზრდება და ფასები არ იკლებს ჩვენი ხალხი ტოვებს ქვეყანას.

მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 800 000 ქართველმა დატოვა საქართველო. ამ გადასახლების უკან მხოლოდ ერთი ძალა იდგა. ქართველებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის საშუალება არ აქვთ. - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

"ბევრი თქვენგანი იპოვის ჩვენს მოქალაქეებს თქვენს ქვეყანაში. მათ უმრავლესობას სახლში დაბრუნება სურს მაგრამ მათ არ შეუძლიათ საქართველოში უზრუნველად ცხოვრება.

მალე,  როდესაც ჩვენ შევცვლით მთავრობას და როდესაც ჩვენ ერთად ავამუშავებთ ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებან საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებთან.

ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი , ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვიყოთ გლობალური განვითარების შუქურა.

ჩვენ გვყავს წარმოუდგენლად ნიჭიერი ხალხი, დიდი ტექნიკური და შემოქმედებითი შესაძლებლობებით.

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა მსოფლიო რუკაზე, ჩვენ შევძლებთ ინვესტორებს შევთავაზოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი გზა ძლიერი კავშირებით ევროპასა და ამერიკასთან“ - განაცხადა გიორგი ვაშაძე