კიდევ ბევრი რამე გვაქვს პენსიონერებისთვის, ხომ იცით, რომ საქმის გამკეთებლები ვართ, მიხეილ სააკაშვილის ის იდეა - საქმე, საქმე და საქმეზე ორიენტაცია, იქნება ჩვენში, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პენსიონერთა ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას.
„პირველივე თვეს, პირველივე გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს მოვაწერთ, იქნება საპენსიო სესხების განულება, ამის პირობას გაძლევთ და ამას გავაკეთებთ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ. კიდევ ბევრი რამე გვაქვს პენსიონერებისთვის.
ხომ იცით, რომ საქმის გამკეთებლები ვართ, მიხეილ სააკაშვილის ის იდეა - საქმე, საქმე და საქმეზე ორიენტაცია, იქნება ჩვენში. მიშასაც გავათავისუფლებთ და ყველა ერთად გავიმარჯვებთ.
ასეთ ჭაობში როგორ უნდა ცხოვრობდეს საქართველო, უსამართლოა და დიდი გამარჯვების გოლს თქვენთან ერთად გავიტანთ! წინ გამარჯვებისკენ, წინ ერთიანობისკენ, წინ ძლიერი საქართველოსკენ!“ - განაცხადა ვაშაძემ.