„ქართულ ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს მოვუწოდებ, გადმოდით ნათელ მხარეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ვინც არის მან უნდა იცოდეს, რომ რუსული ჯაშუშების პარტიაა „ქართული ოცნება“ და რუსი ჯაშუშების პარტიას საქართველოში მხარდაჭერა ვერ ექნება და ჩამოიშლება. „ქართულ ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს, ყველას მოვუწოდებ, რომ რუბიკონი გადალახულია უკვე, წითელი ხაზები გავლებულია, გაემიჯნეთ „ქართულ ოცნებას“, გაემიჯნეთ რუსულ ჯაშუშურ პარტიას. გადმოდით ნათელ მხარეს, დაგვიკავშირდით, შემოგვეხმიანეთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.