"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ხალხის ძალის" ახალ კანონპროექტს, რომელიც ენჯეობის და მედიასაშუალებების გაკონტროლებას ისახავს მიზნად, პუტინის მიერ მიღებული კანონის ანალოგს უწოდებს.
„ზუსტად, როცა რუსეთში პუტინმა მიიღო ეს კანონი, ერთი ერთი ზუსტად იგივე ფრაზეოლოგია ჰქონდა, რომ ეს არის შერბილებული ვარიანტი ამერიკული ვარიანტის, რაც მიიღეს რუსეთის ფედერაციაში. ერთი ერთში იგივეს გვთავაზობს კობახიძე და „ოცნება“. აგენტები თავის გარშემო მოიკითხონ, ნაღდად რუსეთის ინტერესებისთვის ვინც მოქმედებენ. ლუსტრაციის კანონს აუცილებლად მივიღებთ ამ ქვეყანაში და გამჟღავნდება ყველაფერი", - ამბობს ვაშაძე.