ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე. ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ, თუმცა, დროზე უნდა დაფიქრდეთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
„დილიდან უამრავი მეილი და სატელეფონო ზარი მივიღე ამერიკიდან.
მათ, ვინც აგდებულად ეპყრობა მაკფოლის სტატიას, უნდა გესმოდეთ, რომ ეს ახალი ეტაპია დასავლეთის ქოც მთავრობასთან დამოკიდებულების.
დიდხანს, უკრაინაში ომის გამო, ჩვენი დასავლელი მეგობრები სათანადო რეაგირებას ვერ ახდენდნენ ქოც მთავრობის ანტიქართულ და ანტიდასავლურ განცხადებებსა და ქმედებებზე, ახლა უკვე ეს ვეღარ გაგივათ!
ახლოვდება რუსეთის და რუსეთუმეთა განკითხვის დღე!
ჩვენ, როგორც თავისუფლების მოყვარული კეთილი ლიბერალები, მაინც შეგინდობთ!
თუმცა, დროზე უნდა დაფიქრდეთ, თორემ მერე ჩვენს ძალებს შეიძლება, აღემატებოდეს თქვენი გადარჩენა!
ქართველი ხალხი თავის ისტორიულ სიტყვას იტყვის ამ გამარჯვებაში!“, – წერს გიორგი ვაშაძე.
ცნობისათვის: ამერიკულმა გამოცემა „ვაშინგტონ პოსტმა“ რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელისა და რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორის, მაიკლ მაკფოლის საავტორო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში მაკფოლი წერს, რომ ჯო ბაიდენმა და სხვა ლიდერებმაც უნდა მოუწოდონ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების უფლება.