"საქართველოს მომავალი კათალიკოს-პატრიარქის არჩევა არის მხოლოდ და მხოლოდ სინოდის გადასაწყვეტი," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მისი პარტიისთვის სინოდის ნებისმიერი გადაწყვეტილება მისაღები იქნება.
"არ მინდა ახლა ნიუანსებში შევიდე. მთავარი აქ არის ერთი რამ, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი კათალიკოს-პატრიარქის არჩევა არის მხოლოდ და მხოლოდ სინოდის გადასაწყვეტი. მინდა ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ჩვენ მივიღებთ წმინდა სინოდის ნებისმიერ გადაწყვეტილებას," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ.








