პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ფაქტია, რომ ქვეყანაში სურსათზე მაღალი ფასებია, რაც უნდა დარეგულირდეს.
"ფასების პრობლემა რომ არსებობს ქვეყანაში ამას ყოველთვის ვამბობდით. ფასები არის არაადეკვატურად და უსამართლოდ მაღალი. შემდეგი კვირიდან დაიწყება მუშაობა. პირველ ეტაპზე, გამოკითხვის სტადია იქნება და შემდეგ გადავალთ ჩვენს რეკომენდაციებზე და შეთავაზებებზე", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.




