ოპოზიციური სპექტრის ნაწილი სააკაშვილის ყოფილი თავდაცვის მინისტრის განცხადებას ემიჯნება.
“ჩვენი პოლიტიკური ძალა ყოველთვის ემიჯნებოდა, დღესაც ემიჯნება და მომავალშიც გაემიჯნება ნებისმიერი ტიპის დამხობისკენ მოწოდებას. რა დამხობაც არ უნდა ეგულისხმა ბატონ ახალაიას, ეს ნებისმიერ შემთხვევაში არის მიუღებელი. ცხადია, რომ "ოცნებაც" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი გამკაცრებული კანონების პირობებში არც ერთ პოლიტიკოსს არ დაუტოვოს თუნდაც აზრის ხმამაღლა გამოთქმის საშუალება", - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე.
აუდიოჩანაწერი პროცესიდან, ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი "კურიერს" დაუდასტურეს, რომ ახალაიას განცხადების შემდეგ გამოძიება დამხობის მოწოდების მუხლით დაიწყო.









