არაფრის დიდებით არ მგონია, რომ ერთი ფრონტით უნდა გავიდეთ არჩევნებზე, აი როგორც ჩვენ  „ქართული ოცნება“ გავედით მაშინ და თავისი პრობლემებიც მოიტანა იმიტომ, რომ ძალიან განსხვავებული ტიპები ერთად დავდექით და მოგების მერე ერთად ვეღარ ვიდექით - ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ბუნებრივია, მე სულ მაქვს მცდელობა ჩემი პოზიცია გავუზიარო ოპოზიციას და შევეცადო, რომ პროცესები ისე წარიმართოს, როგორც მე ვფიქრობ არის კარგი, მომგებიანი ქვეყნისთვის. ჩემი პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ სწორად მივაწოდო ჩემი შეხედულება და თუ შევძლებ მათ დარწმუნებას და გაერთიანებას, ბუნებრივია, მე ამ პროცესის ნაწილი ვიქნები.

დღეს მთავარი მიზანი არის არჩევნებამდე მისვლა, შემოდგომამდე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, ამ ნაწილში ყველა პარტიისთვის ერთიანი დღის წესრიგი იქნება. უკვე არჩევნებზე, არაფრის დიდებით არ მგონია, რომ ერთი ფრონტით უნდა გავიდეთ, აი როგორც ჩვენ  „ქართული ოცნება“ გავედით მაშინ და თავისი პრობლემებიც მოიტანა იმიტომ, რომ ძალიან განსხვავებული ტიპები ერთად დავდექით და მოგების მერე ერთად ვეღარ ვიდექით“- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.