ერთადერთი, რაც შემიძლია ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს ვურჩიო, რომ ყოველთვის ყველა დიდი დაპირისპირების, ყველა დიდი ომის, ყველა დიდი ცივილიზაციური შეჯახების ბოლო არის დისკუსია. ყველაფერი მთავრდება საუბრით, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“, „საზოგადოება ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა, გიორგი კალანდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე დროა, „გავაჩინოთ ეს სადისკუსიო სივრცე, ვისაუბროთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ და ერთმანეთის არგუმენტები გავითვალისწინოთ“.

"ჩვენ გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა. საქართველოს ახალგაზრდობა არის საუკეთესო. შევხვედრივარ არაერთ ახალგაზრდას უცხოეთშიც, აზიაშიც, ევროპაშიც - ჩვენ მართლა გამორჩეული ქართული ახალგაზრდობა გვყავს. „საზოგადოება ქართულის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანიც და პოსტულატიც არის, რომ ამ პოლიტიკური დაპირისპირების დიდ ტემპერატურაზე თითქოს დისკუსიის, ინტელექტუალური და გონიერი საუბრის სივრცე დაიკარგა.

ერთადერთი, რაც შემიძლია ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს ვურჩიო, რომ ყოველთვის ყველა დიდი დაპირისპირების, ყველა დიდი ომის, ყველა დიდი ცივილიზაციური შეჯახების ბოლო არის დისკუსია. ყველაფერი მთავრდება საუბრით. უკვე დროა, გავაჩინოთ ეს სადისკუსიო სივრცე, ვისაუბროთ, ერთმანეთს მოვუსმინოთ და ერთმანეთის არგუმენტები გავითვალისწინოთ. ჯიმ ო’ბრაიენმაც ზუსტად გვითხრა, რომ საბოლოო შედეგი არის დისკუსია, უნდა დავხსდეთ, ვისაუბროთ. ერთადერთ გამოსავლად მეც მიმაჩნია მხოლოდ დისკუსია.

ჩვენ გვაქვს ამის უნარი, რომ მოვიშოროთ ეს ურთიერთზიზღი, დავსხდეთ და განვიხილოთ, იმიტომ, რომ ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ერთადერთი მიზანი - ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ.