ხუმრობა იქეთ იყოს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ვის ხელში იყო ქვეყანა და საერთოდ რას გადავრჩით, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სააკაშვილის გუნდის არაერთი წევრი, ახლა მას "სათოფეზე არ ეკარება", თუმცა, მაინც თავს იკავებენ იმის თქმისგან, თუ რა იყო რეალობა "ნაცმოძრაობის" დროს.

"ხუმრობა იქეთ იყოს, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ვის ხელში იყო ქვეყანა და საერთოდ რას გადავრჩით. ბევრი მიშას მომხრე ვიცი, მომხრე რა, გუნდის წევრები, რომლებიც ეხლა სათოფეზე არ ეკარებიან და მეგობრობენ ჩემთან, რომლებიც სრულად მეთანხმებიან და უბრალოდ, უტყდებათ რომ ხმამაღლა თქვან რაც იყო რეალობა.ცნობილი გამოთქმა რომ არის, არ შეიძლება მაიმუნს ხელში ხელყუმბარა მისცეო, აი ეგრეა ეგ ამბავი. კარგად უსმინეთ ხოლმე ამ გიჟს და უფრო მეტად მიხვდებით, რას და რეებს გადავურჩით," - წერს გიორგი გამსახურდია.

"ჩათვალეთ რომ პენელოპა საქართველოს მართვის სადავეებია, ხოლო მისი ხელის მთხოვნელები ქართველი „ოპოზიციონერები“, რომლებიც ხვდებიან რომ პენელოპას მე უფრო შევესაბამები, მაგრამ თავის წარუმატებლობას საკუთარ თავს კი არა მე მაბრალებენ და ცდილობენ ჩამწიხლონ და განადგურონ. ძალიან კარგი ფილმია!"- ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.