სპეციალურად აბულინგებენ იმ ხალხს, ვინც საპატიმროებს ტოვებენ და აღიარებენ ბრალს, ერთი მიზეზის გამო, რომ თავიანთი აგენტურული, სამშობლოს გაყიდვაზე მიმართული პოლიტიკური არსებობა შეინარჩუნონ, - წერს გიორგი გამსახურდია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების ბულინგზე, რომლებმაც პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს.

"მსგავსი მავნებელი ხალხის მნახველი მართლა არ ვარ, მართლა რასაც ქვია, მსოფლიო მაქვს მოვლილი და ესეთი ნამუსგარეცხილი, გარეწარი და უსამშობლო მართლა სექტის მნახველი არ ვარ.

სპეციალურად აბულინგებენ იმ ხალხს, ვინც საპატიმროებს ტოვებენ და აღიარებენ ბრალს, ერთი მიზეზის გამო, რომ თავიანთი აგენტურული, სამშობლოს გაყიდვაზე მიმართული პოლიტიკური არსებობა შეინარჩუნონ.

მართლა რას გიხდიდნენ ასეთს, მართლა რა კომპრომატებია ესეთი თქვენზე, ქვეყანას ესე რომ ყიდით და თქვენ მიერ დაზიანებულ და დაღუპულ მომხრეებს, ესე რომ წირავთ?

ჯერ ხომ ტყუილებში აცხოვრეთ, ხომ ცხოვრება დაუნგრიეთ ამ ხალხს, ეხლა კიდევ თავისუფლებაზე ყოფნის შანსსაც უკლავთ? გარეწრებო თქვენ!" - წერს გიორგი გამსახურდია.

შეგახსენებთ: 5 ოქტომბერს, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტებზე მსჯავრდებულებმა მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს.