ივანიშვილმა როგორღაც მოახერხა და გადაიკიდა აშშ, გადაიკიდა ევროკავშირი და გადაიკიდა რუსეთის ფედერაცია. თან ეს ხდება არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„დღეს გამოვიდა ევროკავშირის ელჩი, რომელმაც თქვა, რომ დღევანდელ პირობებში, დღევანდელ გარემოში, ამ თანაბარ პირობებში საქართველოსთვის, გარდა იმისა, რომ ევროპული გაწევრიანების კარები დაკეტილია, ფორმალურადაც არ შეხვდებიან არავის - საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს. დღესვე, ასე გამოდის, ამერიკამ თავისი ელჩის პირით და ევროკავშირმა თავისი ელჩის და რუსეთის ფედერაციამ თავისი საგარეო საქმეთა მინისტრის სახით გვითხრა, რომ დაივიწყეთ საერთოდ ეს ყველაფერი, ტერიტორიული მთლიანობა... საბოლოო ჯამში, ივანიშვილმა როგორღაც მოახერხა და გადაიკიდა აშშ, გადაიკიდა ევროკავშირი და გადაიკიდა რუსეთის ფედერაცია. თან ეს ხდება არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, თან ეს ყველაფერი ხდება იმ გაუგონარი დაპირებების პირობებში, რომელსაც ასე უხვად იძლეოდნენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. შესაბამისად, ვფიქრობ საქართველოს ამომრჩეველი კარგად ხედავს, როგორ უსუსურ მდგომარეობაშია პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში.