დღეს, ივანიშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი მმართველი, რომელიც ცდილობს ქვეყანა მართოს ჩრდილიდან, ყოველგვარი ფორმალური პასუხისმგებლობის გარეშე, თავისი მარიონეტების მეშვეობით - განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში, რომლის ქართულ თარგმანსაც პარტია "საქართველო" ავრცელებს.

ბიძინა ივანიშვილი ამ მომენტისთვის საქართველოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსია. ორი წლის წინ მან ღიად განაცხადა, რომ მიდის პოლიტიკიდან, მაგრამ ფაქტი, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით არის ის, რომ ის მიზნად ისახავდა პოლიტიკაში დარჩენას და ძალაუფლების შენარჩუნებას ამ ძალაუფლების უკანონო კონსოლიდაციის გზით. დღეს, ივანიშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი მმართველი, რომელიც ცდილობს ქვეყანა მართოს ჩრდილიდან, ყოველგვარი ფორმალური პასუხისმგებლობის გარეშე, თავისი მარიონეტების მეშვეობით. და რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ეხება კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, ისევე როგორც ცვლილებას საგარეო პოლიტიკაში, ივანიშვილის ინსტრუქციის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. - განაცხადა გიორგი გახარიამ.