ივანიშვილი რუსულ საქმეებს ვერ მავალებდა, რადგან მე მისთვის მარტივად შემეძლო მეთქვა - არა - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
"მე ასეთ რაღაცებს ივანიშვილი ვერ მავალებდა, რადგან მე მისთვის მარტივად შემეძლო მეთქვა, არა. ამათ კიდევ არ შეუძლიათ და იმიტომ არიან პატარა, მშიშარა ბიჭები და სხვაობას ვერ ხედავთ?
ვერ მეუბნებოდა ნიშნავს, რომ ვერ მეუბნებოდა, სადაც არა იყო სათქმელი, მე ამის რესურსი მქონდა, რომ არა მეთქვა",- აღნიშნა გახარიამ.