ის იმედი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ, რომ ივანიშვილის ნათლად, ხილულად გამოჩენა ოფიციალური თუ როგორც გინდათ დაარქვით, პოლიტიკაში დაბრუნება სიტუაციას დაალაგებდა, ქვეყანას დაამშვიდებდა, პირიქით, ქაოსია, პირიქით, უფრო მეტი არეულობაა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მთავრობებს თუ ვცვლით, თავიდან რატომ ვამბობთ, რომ ჯერ შევცლით, მერე არ შევცვლით, მერე ისევ შევცვლით, მერე გავაგდებთ, ჩვენ ხომ საბავშვო ბაღში არ ვართ, ჩვენ ხომ მოქალაქეები ვართ. ჩვენ ვუყურებთ პროცესს და ვამბობთ, რომ მეგობრებო, რა ხდება?! - სინამდვილეში, ის იმედი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ, რომ ივანიშვილის ნათლად, ხილულად გამოჩენა ოფიციალური თუ როგორც გინდათ დაარქვით, პოლიტიკაში დაბრუნება სიტუაციას დაალაგებდა, ქვეყანას დაამშვიდებდა, პირიქით, ქაოსია, პირიქით, უფრო მეტი არეულობაა. მე პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვარ, მე არავის არც კარგს ვუკარგავ და პრობლემებზეც ლაპარაკი არასდროს გამჭირვებია. მე ხომ ვხედავ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ჩვენნაირი პოლიტიკური პარტიებისთვის იზრდება იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ხედავენ, რომ ვერაფერს ალაგებენ, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისუფალ ვარდნაშია, ვერ გაუგიათ რამდენად იშლებიან, „ოცნება“ კი, მაგალითად, თქვენ იცით, არჩევნებზე მარტო წავა, თუ „ხალხის“ ძალასთან ერთად, თუ კიდევ ვიღაცებს შემოიკრებს? ჩვენ ერთი წელია ვამბობთ, რომ ჩვენ არჩევნებზე წავალთ დამოუკიდებლად. შესაბამისად, ჩვენ ძალიან მყარად ვართ. არასდროს ისე ოპტიმისტურად არ ვყოფილვარ განწყობილი, როგორც ვარ დღეს, არასდროს მქონია ისეთი ბრძოლის უნარი როგორც მაქვს დღეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.