საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან ვიზიტს ეხმიანება და რადიკალიზმის წახალისებად აფასებს.
ჩაკვეტაძის განცხადებით, მიუკერძოებლობის შემთხვევაში, ვალტონენი დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ აქციებს დაგმობდა.
“თუ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი მიუკერძოებელი იქნებოდა, ის რევანშისტების მიერ დაშავებულ პოლიციელებს მოინახულებდა და ძალადობრივ საპროტესტო აქციებს დაგმობდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი გამოჩენა თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიძლება რადიკალიზმის წახალისებად იქნას აღქმული.” - წერს ჩაკვეტაძე X-ზე.
If @OSCE Chairperson-in-Office @elinavaltonen was impartial, she would visit the police officers injured by the revanchists and condemn the violent protests.
— Giorgi Chakvetadze I გიორგი ჩაკვეტაძე (@chakvetadze1994) October 14, 2025
Otherwise, her appearance on Rustaveli Avenue in #Tbilisi could be perceived as an encouragement of radicalism.











