სრულად მესმის ამ პოზიციის სიმძიმე და პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი საქმე, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში, ვფიქრობ შემიძლია ამ საქმის დამოუკიდებლად განხორციელება სახალხო დამცველის აპარატის გადასარევ გუნდთან ერთად, - ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად მის შესაძლო წარდგენას გიორგი ბურჯანაძე, რომელიც ომბუდსმენის მოადგილეა.
"მოდი დავიწყოთ მადლობით 😊 დიდი მადლობა ყველა იმ უფლებადამცველ ორგანიზაციას, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს შესაძლო სახალხო დამცველობის კანდიდატურას. ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტების მოქმედი თანამშრომლისთვის ამ ტიპის მხარდაჭერა ყველაზე ძლიერი გზავნილი და ლეგიტიმაციის წყაროა. უკვე მეხუთე წელია სახალხო დამცველის მოადგილე ვარ და მასთან და ჩვენს უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად შევძელით ის, რომ ამ აპარატს დამოუკიდებელი და სანდო კონსტიტუციური ორგანოს სტატუსი აქვს. 23 ივნისის გადაწყვეტილებაში ევროპულმა კომისიამ პირდაპირ მიეთითა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი არის დამოუკიდებელი და კარგად ფუნქციონირებად ინსტიტუცია. სწორედ ამის გამო დაუდგინდა საქართველოს სახელმწიფოს 12-დან ერთ-ერთი წინაპირობა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად - აირჩიოს დამოუკიდებელი სახალხო დამცველი. ძალიან მიჭირს ესეთ ფორმატში ჩემს თავზე ბევრი საუბარი და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სრულად მესმის ამ პოზიციის სიმძიმე და პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი საქმე, მაგრამ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში, ვფიქრობ შემიძლია ამ საქმის დამოუკიდებლად განხორციელება სახალხო დამცველის აპარატის გადასარევ გუნდთან ერთად," - წერს გიორგი ბურჯანაძე.