"ქართულმა ოცნებამ" თავი უნდა მოიწონოს საკუთარ ამომრჩეველთან და დაპირებების შესრულება დაიწყოს. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, "ქართული ოცნება" "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის. კომისია ექვსი თვე იმუშავებს და დასკვნას სექტემბერში დაამტკიცებს.

მისი აზრით, "ნაციონალური მოძრაობა" 2025 წელს, 2003-დან 2012 წლამდე პერიოდის შესწავლა არარელევანტურია. 

 გიორგი ბოტკოველის თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ცდილობს თავის მოწონებას.

"ქართულმა ოცნებამ" თავი უნდა მოიწონოს საკუთარ ამომრჩეველთან და დაპირებების შესრულება დაიწყოს. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ არის იმ ქმედებების გაგრძელება, რასაც ისინი ახორციელებენ. საქმისთვის უნდა მიეხედათ მათ, თუმცა ქართველი ხალხი მათ საქმის კეთების საშუალებასაც აღარ მისცემს. ისინი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ქვეყნისთვის ავტორიტეტის გაფუჭებით იყვნენ დაკავებულები. გამოსაძიებელი თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში, ზუსტად ის კორუფციულ-მოღალატეობრივი სისტემაა, რომელიც "ქართულ ოცნებამ" ჩამოაყალიბა ქვეყანაში", - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.