„სწორედ ამ ბრძოლას ღალატობენ ისინი, როდესაც ბრძოლაში კი არ შედიან, შედიან რუსულ-ქოცურ სპეცოპერაციაში, რის შედეგადაც მიიღებენ გადმოგდებულ ძვალს, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილ ციფრებს და არა იმას, რომ ვიღაცამ მისცეს მათ ხმა და აზრი გამოხატოს, არამედ მიიღებენ იმ ციფრებს, რა ციფრებსაც დაუწერს ეს რეჟიმი. ეს ორჯერ ორი ოთხია.– ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიირგი ბარამიძემ განაცხადა.
"ოპოზიციამ მოიგო მთლიანობაში და მაშინ წაგვართვეს ხმები, შესაბამისად, ახლა ორი ყველაზე ცუდი პარტიული რეიტინგის მქონე პარტია რომ მიიღებს მონაწილეობას, თან ამ სპეცოპერაციაში, როგორ მოიგებენ? თავებს იდებილებენ, ხალხი ჰგონიათ დებილები. უკაცრავად, მაგრამ ძალიან უხერხულია, რასაც ისინი ლაპარაკობენ, უბრალოდ დგანან და ასე უტიფრად იტყუებიან. ამით ბუნებრივია, ქოცურ თამაშში შევიდნენ და ქოცებს დაემსგავსნენ რიტორიკითაც, ამ სისულელეეების ლაპარაკითაც.
ყველასთვის ნათელია, რომ ორი ყველაზე მთავარი, ძლიერი პოლიტიკური პარტია არ იღებს მონაწილეობას და არათუ ჩვენ ვაპირებთ, რომ პასიური ბოიკოტი გამოვაცხადოთ, ამასაც ტყუიან და ეთერებში ლაპარაკობენ, რომ ჩვენ შევდივართ ბრძოლაში და აბა, პასიური ბოიკოტი გვინდა? ვინ თქვა პასიური ბოიკოტი? მილიონჯერ გავუსვით ხაზი, რომ არანაირი პასიური ბოიკოტი არაა ჩვენი გზა და სახლში ჯდომა, არამედ ჩვენი გზა არის ბრძოლა, ამ რეჟიმის მხილება, ქუჩა-ქუჩა უბან-უბან, სოფელ-სოფელ მხილება და ხალხის დარწმუნება, რომ ეს რეჟიმი უნდა მოვიშოროთ და არ უნდა მივიღოთ მის მოღალატურ პროცესში მონაწილეობა და მის მიერ დადგმულ რუსულ სქემებში. ეს არის ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი მიმართულება და არა უბრალოდ პასიური ბოიკოტი. მათ ეს ძალიან კარგად იციან. მილიონჯერ ვთქვით, მაგრამ მაინც ჯიუტად ამ სისულელეებს ლაპარაკობენ, მათ მაგივრად შეიძლება, ნორმალურ ადამიანს შერცხვეს“, – აღნიშნა ბარამიძემ.
ცნობისთვის, 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება