პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს.
" ჩვენი პარტია და “ლელო ძლიერი საქართველო“ აცხადებს შეთანხმებას, მემორანდუმის საწყის პრინციპებს, რაც გულისხმობს საერთო ბრძოლას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არ არის სტანდარტული არჩევნები და ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ურთიერთკონკურენცია. მერობის არაპარტიულ ნეიტრალურ კანდიდატზე ვეცდებით შეთანხმებას, ანდა საერთო პარტიულ კანდიდატებზე, რაც არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ფორმით ჩვენ ნორმალიზებას ვახდენთ პროცესის, ეს პირიქiთ, მასშტაბური პროტესტის გაშლის და ბრძოლის დამატებითი მუხტის მიცემის კიდევ ერთი ხაზია. სამწუხაროდ, “ოცნებას“ ქვეყანაში ჯერ კიდევ ჰყავს მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა, ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იჩენს თითოეულთან მისვლა, რათა დავარწმუნოთ ისინი, რომ „ოცნება“ ანტიეროცვნული და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის მატარებელი ძალაა, რომელიც უნდა იყოს ოპოზიციაში და არჩევნები ამის ერთ-ერთი გზაა. ჩვენ პრაგმატული თანამშრომლობის კარგი მაგალითი ვაჩვენეთ დანარჩენი პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან, სტუდენტურ მოძრაობასთან, საზოგადოებრივ მოძრაობასთან თუ ცალკეულ ინდივიდებთან თანამშრომლობისთვის, -განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ასევე, ირაკლი კუპრაძის განცხადებით "ლელოს" კოალიცია მზაადაა მხარი დაუჭირონ არაპარტიულ კანდიდატებს მერებად, მაჟორიტარებად
"უკომპრომისო ბრძოლას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და გვაქვს საქართველოს მოქალაქეების იმედი. მზად ვართ მხარი დავუჭიროთ, ნეიტრალურ, არაპარტიულ კანდიდატებს მერებად, მაჟორიტარებად, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე" - განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, 2025 წლის 4 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება
ფოტო tvpirveli