„ხალხი უარესად ცხოვრობს, ვიდრე აქამდე“,- განუცხადა „აიპრესს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი წერეთელმა NDI-ს კვლევის შედეგების შეფასებისას. 

„კვლევა ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაშია. თქვენ ვერსად იპოვით ვერავის, ვინც კმაყოფილია ხელისუფლების მოქმედებით. 2013 წლის შემდეგ უზარმაზარი ვარდნა აქვს ხელისუფლებას. დაახლოებით დაპირებების 60% შეუსრულებელია. ხალხი უარესად ცხოვრობს, ვიდრე აქამდე. ნაკლები ოტიმიზმი აქვთ.

ვწუხვარ, როდესაც ამაზე ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ეს ჩემს ქვეყანას ეხება. ამიტომაც აქვთ მათ მსგავსი ვარდნა. რაც შეეხება ჩვენს ამომრჩეველს, ის სტაბილურია. ჩვენ გვაქვს ზრდაც და გარკვეულ კომპონენტებში ნაციონალური მოძრაობა უსწრებს კიდეც ქართულ ოცნებას. რას გააკეთებენ ისინი? ალბათ გააგრძელებენ იმ პოლიტიკას, რასაც აკეთებდა, იქნება მცდელობა, რომ საზოგადოებას ელაპარაკონ წარსულზე და არა მომავალზე. მათ არანაირი ხედვა, გეგმა ეკონომიკის გაუმჯობესებაზე არ გააჩნია“,- განაცხადა წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები გუშინ გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს შორის 13%-ით "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს.



ავტორი: მარიამ ვაჩნაძე