თამაზ ბორაშვილი, როგორც პროფესიული, ოპერატიული თანამშრომელი, თავის წინამორბედებზე უკეთესია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, სამწუხაროდ, დღეს ეს უწყება ემსახურება პარტიულ ინტერესებს და არა – ქვეყნისა და საზოგადოებისას.

„ბოლო წელიწად-ნახევარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელი ოთხჯერ შეეცვალა, რაც საზიანოა ქვეყნის ინტერესებისთვის“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

14 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თანამდებობა დატოვა.

პრემიერმა თამაზ ბორაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარადგინა