ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების მიერ საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის სურვილს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს მხარე ვერ იქნება მარიონეტული რეჟიმი და ის შეიძლება მხოლოდ საქართველოსა და რუსეთს შორის წარიმართოს.

გიგა ბოკერიას თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მხარეები არიან მხოლოდ საქართველო და რუსეთი, ეს საქართველოსთვის პრინციპული პოზიცია უნდა იყოს და ამ კონტექსტში საქართველოს ნებისმიერი ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლებისთვის ასევე პრინციპული უნდა იყოს, რომ რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წევრები არ მოიხსენიოს როგორც რომელიმე ცალკე აღებული სუბიექტის წარმომადგენელი და განიხილოს ისინი როგორც ნაწილი რუსეთს დელეგაციის.

ბოკერია აღნიშნავს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ამის საპირისპიროდ იქცევა და კვლავ რუსეთისთვის სასარგებლო ნარატივს ამკვიდრებს, რომ საქართველოს შიგნით არისეთნიკური კონფლიქტებიდა რომაფხაზები და ოსებიკონფლიქტის მხარე არიან

"ტერმინიგამოყოფილი რეგიონები” (Georgia's breakaway regions - Abkhazia and South Ossetia) 90-იანი წლებიდან გამოიყენება საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველოს ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, რომ შეაცვლევინოს ეს ტერმინები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორებს. ნაცვლად ამისა, საქართველოს ხელისუფლება თავადაც იყენებს მასეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რა ზიანს აყენებს დღეს, ხვალ და მომავალში ამ რეჟიმის ნაბიჯები და დამოკიდებულება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით".- განაცხადა გიგა ბოკერიამ.