მინისტრს იმიტომ იბარებენ, რომ მოუწყონ ობსტრუქცია. ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა შს მინისტრის პარლამენტში ინტერპელაციის წესით დაბარების საკითხზე საუბრისას.

"მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება იმ გეგმისა, რასაც დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქვია საქართველოში. რასაკვირველია გომელაურს ყველა საკითხთან დაკავშირებით აქვს პასუხი. გამოჩნდება ხელისუფლების მხრიდან რისთვის არიან მზად და გამოჩნდება ის, რა უნდა რადიკალურ ოპოზიციას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს გაიმართება. ვახტანგ გომელაურმა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გაგზავნილ კითხვებს უნდა უპასუხოს. კითხვებით მას ფრაქცია “ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.