ენჯეოების" დასახმარებლად, ევრობიუროკრატები ყველაფერზე წამსვლელები არიან - გაფართოების საკითხებში ევროკომისრის განცხადებას, "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ ეხმაურება და მარტა კოსის გამოსვლას ერთგვარ ლუსტრაციადაც აფასებს.

"მოულოდნელი იყო ასეთი აღიარება, რომ აპირებენ ფულის შავი გზით შემოტანას. თუ არ იციან, როგორ განახორციელონ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თანხის გადაცემა, ეს ძალიან ადვილია, ელემენტარულია, უნდა ვიცოდეთ, რა თანხა შემოდის და რა პროგრამებს ხმარდება. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს თანხა არ წავა რუსთაველზე ცეცხლის ასანთებად, პოლიციელების დასაზიანებლად და იმ რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის, რომელიც საქართველოს დანგრევას და მიწასთან გასწორებას უქადის," - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ: ევროკომისარმა თქვა, რომ "საქართველოს მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის მივცემთ ფულს და ვეძებთ გზებს, როგორ გადავცეთ ფული სამოქალაქო საზოგადოებას ისე, რომ ისინი არ დაზიანდნენ".