მიხაილ როთი არის პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რაც საუკეთესოა, ყველაფერი დაამცირა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიხეილ როთის მონაწილეობით არ უნდა იღებდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
„მიხაილ როთი არის პოლიტიკოსი, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდა საქართველოს. რაც საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საუკეთესოა, რაც მის თვისებას და ისტორიულ მემკვიდრეობას ეხება, ყველაფერი დაამცირა, რაც შეეძლო. როთი ჩართულია „ნაცმოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკურ აქტივობებში. დავანებოთ თავი სამართლიანობას და ამის კანონთან შესაბამისობას, აქ არის მთავარი თემა, შეურაცხყოფილი ქართული საზოგადოება – მიხეილ როთის მონაწილეობით არ უნდა იღებდეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ამ შემთხვევაში საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მაქვს საუბარია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მიხაილ როთმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია.