რუსეთის მოქალაქეებმა რამდენიმე მილიარდი ჩემოდნებით შემოიტანეს - რას ხმარდება ეს ფული ვიცით? იქნებ დეპუტატებს ყიდულობენ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„ეს იყო კრემლის მხრიდან ერთ-ერთი ტესტი. მთელი წივილ-კივილი იყო გუშინ და დღეს რუსულ არხებზე. ეს არის საბჭოთა კავშირში ჩვენი გაწევრიანების ერთ-ერთი პირობა. რუსეთსაც თავისი 12 პუნქტი აქვს, მხოლოდ ევროკავშირს კი არ აქვს, რუსეთსაც აქვს და ერთ-ერთი პუნქტი იყო ეს კანონი. ამათმა უთხრეს, ამ პუნქტს შევასრულებთ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ კარგად არის დაფინანსებული. დიდი ბოდიში, მაგრამ რუსეთის 100 ათასი მოქალაქე აქ რომ არის შემოსული, ყველა წესიერია? რამდენი „ეფესბეს“ და სხვა სპეცსამსახურების წარმომადგენლები არიან. მილიარდ დოლარზე მეტი დევს მარტო ანგარიშებზე, ქეში ჩემოდნებით შემოიტანეს, რამდენიმე მილიარდია შემოსული, რას ხმარდება ეს ფული ვიცით?  იქნებ დეპუტატებს ყიდულობენ“ - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.