ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ხაბეიშვილმა სოფო ჯაფარიძეზე ეჭვიანობის ნიადაგზე სასწრაფოდ დაიწყო სოხუმში აეროპორტის მშენებლობა“ - წერს გია ხუხაშვილი.

ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „აუცილებლად ავაშენებთ აეროპორტს სოხუმში - პუტინი და მედვედევი ტერორისტები არიან ივანიშვილი მათი მოურავი“.