დღეს სისტემაში ყველა პატარა, თუ დიდი ფარცხალაძეა, - ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„რატომ ვერ წირავს ხელისუფალი ფარცხალაძეს?
სიამოვნებით გაწირავდა და არც მისგან შესაძლო კომპრომატის ეშინია.
მისი პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია.
საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს სისტემაში ყველა პატარა, თუ დიდი ფარცხალაძეა.
ამ ხალხისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია კითხვაზე პასუხი - შეუძლია თუ არა ბიძინას იგივე პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში მათი დაცვა?
მან იცის, რომ ეს აღარ შეუძლია, მაგრამ იძულებულია მოახდინოს დაცვის იმიტაცია, რადგან ესმის რომ სხვა შემთხვევაში სისტემა ჩამოეშლება.
ახლა ცდილობს დრო მოიგოს და ამასობაში რაღაც ისეთი დაატრიალოს, რაც ყველაფერს გადაფარავს.
ამიტომ, ახლა სჭირდება საზოგადოებას და ოპოზიციას განსაკუთრებული სიბრძნე, სიფრთხილე და ამასთანავე პრინციპულობა, რომ ამის საშუალება არავის მისცეს….“ - წერს გია ხუხაშვილი.