გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დაწყება გამორიცხული არ არის -  ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„გამორიცხული არაფერი არ არის. როდესაც ხელისუფლების მოქმედება ყველას და ყველაფრის კონტროლზეა ორიენტირებული, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გახარიასი რაც მომწონს, ამ ბრძოლისთვის მზად არის. ის არ არის ადამიანი, რომელიც შეტევებისგან დაფრთხება და ბუჩქებში წავა, განსხვავებით კობახიძისგან, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ნახავთ, სად მოცოცხავს.

კობახიძის გესლიან ბჟუტურს პოლიტიკურ კომენტარს ვერ დავარქმევდი. იუმორის ნატამალი არ აქვს, ვითომ ხუმრობას იწყებს - ინტელექტისგან დაცლილი, გაუგებარი არსება. ვფიქრობ, რომ ისინი გახარიას უტევენ ბიძინას გასაგონად, რადგან ბიძინასთვის გახარია მაინც არის მტკივნეული თემა, მას ეპრანჭებიან“, - განაცხადა ხუხაშვილმა.