„ნაციონალური მოძრაობა“ ვერ გამოვიდა 2003 წლის ემოციებიდან. ამდენი ხნის განმავლობაში ისიც ვერ მოახერხეს, რომ პატიება [ეთხოვათ] და ბოდიში მოეხადათ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინეს. არ არსებობს მიმართულება, სადაც მაგათ დანაშაული არ მიუძღოდეთ, - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას არ დაუშვებს.
„მთელი ის „კრედიტი“, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხალხისგან ჰქონდა მიღებული, 2007 წელს, 7 ნოემბრის მერე მთლიანად გაფანტა. სულ მახსენდება კობა დავითაშვილის 7 ნოემბრის ამბავი, მახსენდება გაწამებული ხალხი, გაწამებული ბიჭები, მახსენდება 6 მაისი, გიორგობის დღესასწაული და კიდევ სხვა ბევრი რამ. რა ნიჭი სჭირდება იმას, რომ ეს ამხელა ნდობა, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა ხალხისგან ასე დახარჯო და დღეს ასეთ მდგომარეობაში იყო“, - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.