დღეს ერთად ვიხსენებთ ყველას, ვინც 2008 წლის ომში დაიღუპა, ჯარისკაცებსა თუ მშვიდობიან მოქალაქეებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ერთად ვიხსენებთ ყველას, ვინც 2008 წლის ომში დაიღუპა, ჯარისკაცებსა თუ მშვიდობიან მოქალაქეებს. ათასობით ქალმა, მამაკაცმა და ბავშვმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და დაკარგა სამშობლო. ბევრისთვის ომი ჯერაც არ დასრულებულა, არსად გამქრალა დანაკარგი და ტკივილი, რადგან ისინი ვერ ბრუნდებიან, მათ დაკარგეს საყვარელი ადამიანები და გადატანილი ტკივილი და მოგონებები მათ დღემდე თან სდევს.

გერმანია საქართველოს გვერდით დგას. ჩუმ მწუხარებაში ჩვენი ფიქრებით ვართ მსხვერპლთა ოჯახებთან და ყველა იმ ადამიანთან, ვისთვისაც ომის შედეგები დღემდე მტკივნეულ განცდად რჩება“, – წერს გერმანიის საელჩო.