„გახარია საქართველოსთვის“ წევრები, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი შარაშიძე და პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს – ჩარლზ იოკს და პიტერ ანდრეოლს საქართველოს პარლამენტში შეხვდნენ.
ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
„შეხვედრაზე განიხილეს „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის საქმიანობა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ასევე, პარტიის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე რეაგირების შესახებ, რაზეც სამწუხაროდ, „ოცნებას“ აქამდე ხმა არ ამოუღია“, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




