მეც ვუერთდები კოლეგების განცხადებას, არა რუსულ კანონს. რაც შეეხება ამერიკულ კანონს, მე მიმაჩნია დღეს უფრო მკაცრი უნდა იყოს საქართველოში ეს კანონი - ამის შესახებ "ევროპელი სოციალისტების" ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ორივე კანონპროექტზე მსჯელობენ.
"შემოტანილია ორი ვარიანტი კანონის, ერთი არის როგორც ე.წ. რუსული კანონი, რომელიც ძალიან ლიბერალურია, არაფრის მომცემი და ნახევრად კანონი და მეც ვუერთდები კოლეგების განცხადებას, არა რუსულ კანონს. რაც შეეხება ამერიკულ კანონს, მე მიმაჩნია დღეს უფრო მკაცრი უნდა იყოს საქართველოში ეს კანონი. რაც შეეხება აშშ-ს ასეთი დიდი ქვეყანა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია, მთელი სისტემებით, მას აქვს ეს კანონი 1938 წლიდან და ეს კანონი მუშაობს, თავისი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებიდან გამომდინარე არის ეს კანონი. ჩვენ ასეთი პატარა ქვეყანა ვართ, შეიძლება ჩვენ ქვეყანას არ სჭირდება ასეთი კანონი, თუ სჭირდება, იმისთვის რომ უფრო დამოუკიდებლობის ხარისხი ავამაღლოთ?! ეს ერთი და მეორე, საუბარია დღეს კონსტიტუციასა და კონსტიტუციის 78-ე მუხლზე, როგორ ფიქრობთ, იქ ჩანაწერი, რომელიც არის ინტეგრაცია, ეს არის თუ არა ინტეგრაცია, თუ ჩვენ ევროპულ ან ამერიკულ კანონს მივიღებთ, ან მივიღებთ კანონს, რომლის შინაარსი და სულისკვეთება იქნება ევროპული ან ამერიკული". - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
9:30 საათიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომა დეპუტატების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა.