ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს მივმართავთ ნიკა გვარამია შეიწყალოს - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე შესაბამის დოკუმენტს აქვეყნებს.
საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვას ხელი 20-მდე ევროპარლამენტარმა მოაწერა.
“დღეს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღეა. ამის გამო მე და ჩემმა კოლეგებმა ევროპარლამენტში გადავწყვიტეთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მივმართოთ, რათა ნიკა გვარამიას შეწყალება განიხილოს. ჩვენ სამუდამოდ ვრჩებით საქართველოს მეგობრებად და ვიმედოვნებთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს სიმბოლურ გზავნილს გადავცემთ”, - წერს მარკეტა გრეგოროვა.
Today is World Press Freedom Day. Me and my colleagues in @Europarl_EN thus decided to call on the President of Georgia, @Zourabichvili_S to consider a pardon for Nika Gvaramia. We stay forever friends of Georgia and hope to convey a symbolic message on this crucial day. 🇬🇪🇪🇺 pic.twitter.com/4hOCodGDGy
— Markétka Gregorová 🦄 (@MarketkaG) May 3, 2023