საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი მივიდა.
ელინა ვალტონენს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ეუთო-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს გაესაუბრა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, სადაც მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ელინა ვალტონენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხა.
ელინა ვალტონენი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდა და საქართველოდან აზერბაიჯანში გაემგზავრება.