მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან მესაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა სოციალურ ქსელში წერს

" ასევე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის წევრების შეშფოთებაზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ. მივესალმები საერთაშორისო პარტნიორებთან დიალოგში ჩართვის სურვილს“, – წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს განვუმარტე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი, გამოვხატე მზაობა, ყურადღებით მოვისმინოთ და განვიხილოთ ყველა კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა

გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მას განუმარტა კანონპროექტის შინაარსი და კონტექსტი, გამოხატა მზაობა, მოისმინოს და განიხილოს ყველა სამართლებრივი შენიშვნა.